კატალოგი
კებპაჩეტა
| ბეჭდვა |
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, ბლომად დავაყაროთ წიწაკა და ცოტა მარილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. ფარშისაგან გავაკეთოთ პატარა ფორმის ძეხვები (2 ½ სმ სიგანის და 5 სმ სიგრძის) და შევწვათ გრილზე. გარნირად გამოვიყენოთ კარტოფილი "ფრი", ცოცხალი ტკბილი წიწაკა, ხახვი, პამიდორი და პური. კებპაჩეტა იყიდება ყველა კუთხეში, მას ამზადებენ რესტორნებშიც, ასევე მიირთმევენ პირდაპირ ქუჩაში, თეთრი პურითა და წვრილად დაჭრილი ხახვით.
მასალა:
500 გრამი ხორცი (ძროხის ხორცის 1 ნაჭერი, ცხვრის ან ღორის ხორცის 2 ნაჭერი)
მარილი, წიწაკა დანის პირის ოდენობის (შეიძლება ½ ჩაის კოვზიც)
პოპულარული რეცეპტი

ფორთოხალი გავფცქვნათ და ისევე, როგო...

თევზი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და გავ...

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ც...

კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დ...

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ ...

ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...


