კატალოგი
შემწვარი ბატი ან იხვი შინდის ჩურჩით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი, მარილწასმული ბატი ან იხვი შევწვათ ღუმელში, დავჭრათ ნაჭრებად. შინდის ჩურჩა დავალბოთ თბილ წყალში; დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში, ჩავყაროთ შიგ დამბალი გაწურული ჩურჩა, დავასხათ წყალი და ვადუღოთ; დუღილის შემდეგ ჩავაწყოთ შიგ დაჭრილი, შემწვარი ბატი ან იხვი და ერთად წამოვადუღოთ.
მასალა:
ბატი ან იხვი
ხახვი - 4-5 ცალი
შინდის ჩურჩა - 400 გრამი
ერბო - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; ...

ყველი და გაფცქვნილი და გულგამოცლილი...

უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ,...

საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრ...

სტაფილო, ხახვი, ოხრახუშის ძირი გავა...

მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარ...


