კატალოგი
მწვანე ლობიო - ზეთში მოხრაკული (ზამთრისათვის)
| ბეჭდვა |
ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშალოთ, რომ კარგად გაშრეს. ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავაყაროთ გამშრალი მწვანე ლობიო და ვშუშოთ მოხარშვამდე.
ცალკე მოვხრაკოთ ხახვი ზეთში. საღი, გადარჩეული პამიდორი გავრეცხოთ, გავაცალოთ კანი, დავჭრათ, დავაყაროთ ხახვს და ვშუშოთ. დაჭრილი ყველანაირი მწვანილი შევურიოთ მოხრაკულ ლობიოს და გავაგრძელოთ მოშუშვა; შევკაზმოთ მარილით, წიწაკით, ცხელივე ჩავდოთ მინის ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია არანაკლებ ნახევარი საათისა და მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით.
მასალა:
მწვანე ლობიო - 5 კილოგრამი
ზეთი - 1 ლიტრი
ხახვი - 2 კილოგრამი
პამიდორი - 2,5 კილოგრამი
მწვანილი - 200 გრამი
წიწაკა, ნიორი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

შევარჩიოთ საშუალო ზომის ბადრიჯანი დ...

4 კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ, ...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო გავთქვიფოთ გათე...

ხბოს ხორცი და წყალში კარგად დამბალი...

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ...

ხორცს დავასხათ 2 ½ ლიტრი ცივი მარილ...


