კატალოგი
ჯონჯოლის მწნილი
| ბეჭდვა |
შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყვავილებით, გავარჩიოთ, მოვაშოროთ უვარგისი მაგარი ღეროები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და ჩავუშვათ სუფთა კასრში, ან ქილაში. მოვაყაროთ მარილი, შემდეგ მეორე პირი ჯონჯოლი, და განვაგრძოთ ასე, თან მრგვალი ხით მაგრად უნდა ვტენოთ ქილაში, სანამ არ გაივსება ქილა. ზემოდან დავაფაროთ ალუბლის ფოთლები, მოვუკრათ ქილას თავი და შევინახოთ გრილ ადგილას. ერთი კვირის შემდეგ ვნახოთ თუ ჯონჯოლი აკლია, დავამატოთ, მოვაყაროთ მარილი და მოვუკრათ თავი.
მასალა:
ჯონჯოლი - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრ...

ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...

200 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...

გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ...

ორაგული გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუ...

ვარდკაჭაჭა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,...


