კატალოგი
ხაჭოს ხვეულა ნამცხვრები
| ბეჭდვა |
ერთი ქილა არაჟნისა და 200 გრამი კარაქის ნარევს დავამატოთ სოდა - გახსნილი ძმარში, მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ ოთხ ნაწილად; თითოეული გავაბრტყელოთ; დიაგონალურად გავჭრათ რვა ნაწილად; თითოეულზე დავდოთ გულსართი და გადავახვიოთ (სიგარის მსგავსად), დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად.
გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 200 გრამ ხაჭოს დავაყაროთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავურიოთ და გამოვიყენოთ.
მასალა:
ცომისათვის
არაჟანი - 1 ქილა
კარაქი - 200 გრამი
სოდა, ძმარი - თითო ჩაის კოვზი
ფქვილი - რამდენიც დასჭირდება
გულსართისათვის
ხაჭო - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - ერთი ჩაის ჭიქა
ფქვილი - 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომ...

კარგად დარბილებულ კარაქის დავამატოთ...

ქაშაყი წყალში დავალბოთ 1-2 დღით, შე...

ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში ...

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი ...

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნ...


