კატალოგი
ნამცხვარი ”ანი”
2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ 2,5 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა მანქანაში გატარებული ნიგოზი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა, ძმარი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ სამი ფირფიტა. ფირფიტებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდგნაირად მზადდება: 150 გრამი კარაქი გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ 200 გრამი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, გავაცივოთ მაცივარში და წავუსვათ ფირფიტებს შორის. ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"), რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 3 სუფრის კოვზ კაკაოს ფხვნილს დავაყაროთ 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, დავასხათ 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი, დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და 5 წუთი დუღჳლის შემდეგ ცხელი წავუსვათ ნამცხვარს. მასალა: კვერცხი - 2 ცალი შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა კარაქი - 200 გრამი ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა თაფლი - 4 სუფრის კოვზი არაჟანი - 200 გრამი კაკაოს ფხვნილი - 6 სუფრის კოვზი რძე ან წყალი - 4 სუფრის კოვზი