კატალოგი
ნამცხვარი ”პირამიდა”
ბეჭდვა |
ოთხი კვერცხის გული 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად გავთქვიფოთ. დავასხათ ნახევარი ქილა არაჟანი, ავურიოთ კარგად, ჩავამატოთ 300 გრამი დარბილებული კარაქი, ერთი ჩაის კოვზი სოდა - გახსნილი ძმარში, ოთხი ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გამოვაცხოთ ცალ-ცალკე კვადრატული ფორმის.
რვა კვერცხის ცილა ვთქვიფოთ იმდენ ხანს, რომ ქვაბს რომ გადმოვაბრუნებთ არ გადმოვარდეს. შევათქვიფოთ ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ვანილი, ძალიან ცოტა მარილი და მიქსერით გავაგრძელოთ თქვეფა. გამზადებული მასის ერთი ნაწილი გამოვაცხოთ იგივე ზომის, რა ზომის ფირფიტებიც გვაქვს გამომცხვარი. დანარჩენი ბეზეს მასისაგან გავაკეთოთ ყვავილები (30 ცალი) ტორტის მოსართავი ხელსაწყოთი და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. ბეზეს გამოცხობას დასჭირდება 3-3,5 საათი.
მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად: 4 კვერცხის გული გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, ავურიოთ 2 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი და ნელ-ნელა დავასხათ 3 ჩაის ჭიქა ცხელი რძე, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ უნდა ვურიოთ. როცა გაცივდება, შევათქვიფოთ 300 გრამი კარაქი.
ერთი ჩაის ჭიქა ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ წვრილად.
ავიღოთ 1 ცალი ცომის ფირფიტა, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავაფაროთ გამომცხვარი მთლიანი ბეზე, წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავადოთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ კრემი და ზემოდან დავალაგოთ გამომცხვარი ბეზეს ყვავილები. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
ბეზეს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური") რომლის მომზადების წესი ზემოთ არის მოცემული.
ნამცხვარი უნდა დაიჭრას პირამიდისებურად, 30 ნაჭრად, ისე, რომ თითჴეულ ნამცხვარზე მოხვდეს თითო ყვავილი.
მასალა:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 4,5 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 0,5 ქილა
კარაქი - 600 გრამი
ფქვილი - 4,5 ჩაის ჭიქა
რძე - 3 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
ცალკე მასალა შოკოლადის მინანქრისათვის
პოპულარული რეცეპტი
წიწილები მოვამზადოთ, თითოეული დავჭრ...
ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...
4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით...
ჭიქანახევარი წყალი დავდგათ ცეცხლზე,...
სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმე...
თევზის ფილე დავჭრათ თითის სისქის ზო...