კატალოგი
ნამცხვარი ”ზებრა”
5 მთლიანი კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის). ცომი გავყოთ შუაზე. ერთ ნახევარს შევაზილოთ ორი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი; ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ, სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"), რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 1 ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ სამი სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს. მასალა: კვერცხი - 5 ცალი შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა კარაქი - 200 გრამი არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა კაკაოს ფხვნილი - 5 სუფრის კოვზი რძე ან წყალი - 4 სუფრის კოვზი სოდა, ძმარი, ვანილი - გემოვნებით