კატალოგი
ღვეზელი ვაშლით (მეორენაირად)
სამი კვერცხი მთლიანად გავთქვიფოთ ჭიქანახევარ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 200 გრამი დარბილებული კარაქი, ორი ქილა არაჟანი, სოდა, ძმარი, დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი ფაფუკი გამოვიდეს. ცომი გავყოთ ორ თანაბარ ნაწილად. ვაშლის პიურე მოვამზადოთ ისე, როგორც ზევით არის აღწერილი, მხოლოდ როცა გაცივდება, შიგ ცავაფხიკოთ ლიმონის კანი. შუაზე გაყოფილი ცომიდან დიდი გუნდა თუნუქის ფიცარზე გავაბრტყელოთ, ზემოდან ტანაბრად წავუსვათ ვაშლის პიურე. მეორე გუნდა კარგად გავაბრტყელოთ, რომ პირველ ცომს მთლიანად დაეფაროს. ცომს ფქვილში ამოვლებული სქელი დანით გვერდები ისე შემოვუკეცოთ, რომ გამოცხობის დროს ვაშლის პიურე გარეთ არ გამოვიდეს. ერთი კვერცხის გულს დავამატოთ ცოტა მაწონი, ან რძე, ან წყალი და ცომს ზემოდან წავუსვათ, შემდეგ შევდგათ გაზქურის ღუმელში გამოსაცხობად. მასალა: კვერცხი - 4 ცალი შაქრის ფხვნილი - 4 ჩაის ჭიქა კარაქი - 200 გრამი არაჟანი - 2 ქილა სოდა - 1 ჩაის კოვზი ძმარი - 1 სუფრის კოვზი ვაშლი ("ანტონოვკა") - 2 კილოგრამი წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა ლიმონის კანი - 1 ლიმონის