კატალოგი
ღვეზელი ვაშლით
ოთხი ცალი კვერცხი მთლიანად კარგად ავთქვიფოთ ორ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნითან ერთად, დავუმატოთ 200 გრამი კარაქი, ერთი ქილა (500 გრამი) მაწონი, სოდა, ძმარი, შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ფაფუკი ცომი. ცოტაოდენი ცომი მოვათავსოთ ტორტის მოსართავ პარკში, დანარჩენი ცხიმწასმულ ცივ ყალიბში და გავაბრტყელოთ ფქვილიანი ხელით. შემდეგ წავუსვათ ვაშლის პიურე, ზემოდან მოვრთოთ პარკში მოთავსებული ცომით და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. პიურე მოვამზადოთ შემდეგნაირად: 6-7 ცალი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ 0.5 ჩაის ჭიქა წყალი; როცა ჩაიშუშება, კარგად ჩავსრისოთ ხის კოვზით, დავამატოთ შაქარი გემოვნებით და დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კარგად რომ შესქელდება და ქარვის ფერს მიიღებს, გადმოვდგათ, დავამატოთ ცოტა ვანილი, გავაცივოთ და ისე გამოვიყენოთ. მასალა: კვერცხი - 4 ცალი შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა კარაქი - 200 გრამი მაწონი - 1 ქილა სოდა - 1 ჩაის კოვზი ძმარი - 1 სუფრის კოვზი ფქვილი - რამდენიც დასჭირდება ვაშლი - 6-7 ცალი წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა