კატალოგი
ტორტი ვაშლით
4 კვერცხის გული გავთქვიფოთ ერთ ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ დარბილებული 200 გრამი კარაქი ან მარგარინი, 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი ან მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში, სამი ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომი გავყოთ სამ თანაბარ და ერთ პატარა ნაწილად, გამოვაცხოთ ფირფიტები აიღღუმელში მრგვალ ფორმაში. როცა გაცივდება, ფირფიტებს შორის წავუსვათ ვაშლის გულსართი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ვაშლი (უკეთესია "ანტონოვკას" ჯიშის) გავფცქვნათ, გავხეხოთ წმინდა სახეხზე, დავაყაროთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, სანამ თეთერ, მაგარ ქაფს არ მივიღებთ. თანდათან შევათქვიფოთ ვაშლის პიურე. მიღებული მასა წავუსვათ ფირფიტებს, ერთმანეთზე დავალაგოთ, ბოლო ფირფიტას წავუსვათ ვაშლი და მოვაყაროთ პატარა ფირფიტის ნაფხვენი. მასალა: კვერცხი - 4 ცალი კარაქი ან მარგარინი - 200 გრამი არაჟანი - 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა ფქვილი - 3 ჩაის ჭიქა ვაშლი - 1 კილოგრამი