კატალოგი
ფენოვანი ცომის ტორტი
გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი (ოთახის ტემპერატურის), სამი სუფრის კოვზი ძმარი, სამი სუფრის კოვზი ზეთი, დავაყაროთ სამი ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი; გავყოთ სამ ნაწილად თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ, წავუსვათ 50 გრამი მარგარინი, დავკეცოთ კონვერტისებურად და შევინახოთ მაცივარში (15-20 წუთით). ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. გამოვიღოთ მაცივრიდან ერთი ნაწილი, გავაბრტყელოთ, დავდოთ, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ კარგად გახურებულ გაზქურის ღუმელში. 5-10 წუთის შემდეგ სიმხურვალე დავუკლოთ და ასე გამოვაცხოთ სამი ფირფიტა. როცა გაცივდება, წავუსვათ კრემი, ერთმანეთზე დავალაგოთ და ზევიდან მოვაყაროთ გვერდებიდან ჩამონაფხვენი. კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ოთხი კვერცხისაგან (ორი მთლიანი, ორი გული) და ორი ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი; დავამატოთ 5 სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი, კარგად ავურიოთ და ნელ-ნელა ჩავასხათ ერთ ლიტრ ცხელ რძეში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება, შევაზილოთ 150 გრამი დარბილებული კარაქი. მასალა: კვერცხი - 5 ცალი მარგარინი - 450 გრამი კარაქი - 150 გრამი ზეთი - 3 სუფრის კოვზი ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა ძმარი - 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა რძე - 1 ლიტრი ვანილი - გემოვნებით