კატალოგი
ტორტი ნიგვზიანი
| ბეჭდვა |
200 გრამი ერბო კარგად გავთქვიფოთ 200 გრამ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი, სოდა - ძმრით, 600 გრამი ფქვილი, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული 300 გრამი ნიგოზი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად დავდოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ყალიბში და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ. ფირფიტებს წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავალაგოთ.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: 200 გრამი შაქრის ფხვნილს დავამატოთ 4 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი, კარგად ავურიოთ და გავხსნათ ¾ ჩაის ჭიქა რძეში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა გაცივდება შევათქვიფოთ 100 გრამი კარაქი.
ტორტს ზემოდან მოვაყაროთ მოხალული წვრილად დაჭრილი ნიგოზი.
მასალა:
ერბო - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 300 გრამი
კვერცხი - 1 ცალი
ფქვილი - 600 გრამი
კაკაოს ფხვნილი - 4 ჩაის კოვზი
რძე - ¾ ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

მშრალი ფუნთუშები დავალბოთ წყალში და...

თეთრი, საღი ნიგოზის ლებანი გავჭრათ ...

კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ...

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და...

მოვზილოთ საფუარიანი ცომი როგორც ზემ...

გველთევზა გავასუფთავოთ, მოვაშოროთ კ...


