კატალოგი
ტორტი ”დღე და ღამე”
ბეჭდვა |
5 მთლანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა არაჟანი ან მაწონი, სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად მოვურიოთ ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და გამოვაცხოთ (ეს იქნება "დღე").
მოვამზადოთ ზუსტად იგივე შემადგენლობის მეორე ცომი, მხოლოდ წინასწარ დავამატოთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და 1 ჩაის ჭიქა, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი; მიღებული მუქი ფერის ცომი გამოვაცხოთ ცხიმწასმულ იგივე ყალიბში (ეს იქნება "ღამე").
როცა გამოცხვება წავუსვათ კრემი პირველ ბისკვიტს, დავაფაროთ მეორე ბისკვიტი, წავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი შერეული დაფხვნილ შოკოლადთან ერთად.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
3 კვერცხისა და ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 4 სუფრის კოვზი პურის ფქვილი, თანდათანობით დავასხათ ცხელი რძე და როცა კარგად გაიხსნება დავდგათ ცეცხლზე, წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ და გაციების შემდეგ შევათქვიფოთ 300 გრამი კარაქი.
მასალა:
კვერცხი - 13 ცალი
შაქრის ფხვნილი - 5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
არაჟანი ან მაწონი - 2 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 4,5 ჩაის ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 2 სუფრის კოვზი
რძე - 1 ლიტრი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
შოკოლადი - 50 გრამი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
რვა კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ...
მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და...
ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილ...
მარგარინი გავადნოთ ტაფაზე, მოვხრაკო...
თევზი დავჭრათ პორციებად. კანი და ფხ...
წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვ...