კატალოგი
ტორტი ”ფანტაზია”
ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ გამაგრებამდე. შემდეგ შევათქვიფოთ ითო კვერცხის გული და 6 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, ვანილი, ფრთხილად შევურიოთ 6 სუფრის კოვზი წინასწარ გაცრილი უმაღლესი ხარისხის ფქვილი. გამზადებული მასა ჩავსხათ ცხიმწასმულ ფორმაში, შევდგათ გახურებულ გაზქურის ღუმელში და რაც შეიძლება დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. კარგად გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე. ქვედა ნაწილს მოვასხუროთ შაქრის სიროფში შერეული ლიმონის წვენი. ცალკე ავთქვიფოთ 4-5 კვერცხის ცილა, შევათქვიფოთ ერთი ცაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და ერთი ცაის ჭიქა მოხალული და წვრილად დაკეპილი ნიგოზი. ეს მასა წავუსვათ გაჭრილს ბისკვიტს, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ მომზადებული კრემის მასალა. ზემოდან მოვაყაროთ ბისკვიტის გვერდებიდან ჩამონაფხეკი, წვრილად დაკეპილ ნიგოზთან ერთად. მასალა: კვერცხი - 10 ცალი შაქრის ფხვნილი - 2 ჩაის ჭიქა ფქვილი - 6 სუფრის კოვზი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენი - 1 ლიმონის ვანილი - გმეოვნებით