კატალოგი
ტორტი ყავის
6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან მივუმატოთ თითო-თითო კვერცხის გული და კიდევ კარგად ვთქვიფოთ. შევურიოთ 1 სუფრის კოვზი მაგარი ყავის ნაყენი (შეიძლება ხსნადი ყავაც), დავამატოთ ერი ჩაის ჭიქა ფქვილი, ნელა ავურიოთ და ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში გამოსაცხობად. კრემისათვის ნახევარი ჭიქა ადუღებულ წყალში გავხსნათ ერთი სუფრის კოვზი ყავა, 1 ჭიქა შაქრის ფხვნილი და მოვადუღოთ სიროფი. 200 გრამი კარაქი კარგად დავარბილოთ და გავთქვიფოთ, მივამატოთ თითო ჩაის კოვზი ყავის სიროფი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბისკვიტი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ყავისა და კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ფენა. ზემოდან მოვრთოთ დარჩენილი კრემით. გვერდებზე წავუსვათ კრემი და მოვრთოთ წვრილად დაჭრილი ნიგოზით. მასალა: კვერცხი - 6 ცალი კარაქი - 200 გრამი ყავა - 2 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა ფქვილი - 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი - 0,5 ჩაის ჭიქა