კატალოგი
ტორტი ”მადონა”
| ბეჭდვა |
3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 3 სუფრის კოვზი გამდნარი თაფლი, 3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, სოდა - ძმარში გახსნილი, 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი.
წინასწარ თასით ავადუღოთ წყალი, შიგ ჩავდგათ ქვაბი, რომელშიც ზემოაღნიშნული მასაა მოთავსებული და გავაჩეორთ 10 წუთი (ცომი უნდა იყოს წებოვანი). შემდეგ გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ ფიცარზე, კიდევ კარგად დავზილოთ და გავყოთ 8 ნაწილად. თითოეული ნაწილი ცომისა უნდა გამოვაცხოთ ცალ-ცალკე. წავუსვათ კრემი ყველა ფენას, დავალაგოთ ერთმანეთზე, ბოლო ფენასაც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაფხვნილი, შემოჭრილი ნაპირები.
კრემისათვის 300 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამდე, შევაზილოთ ერთი კოლოფი შესქელებული რძე და ვანილი.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჭიქა
თაფლი - 3 სუფრის კოვზი
კარაქი - 300 გრამი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ფქვილი - 5 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

შებოლილი თევზი დავყოთ ნაწილებად და ...

კარაქის, ფქვილისა და რძისაგან მოვამ...

ქაშაყი გამოვშიგნოთ და მოვაშოროთ ფხე...

დოში წინა ღამით უნდა დავალბოთ, ხოლო...

ლობიოს ღერები დავყოთ ნაწილებად და მ...

იოგურტის, კოჭასა და მარილისაგან მოვ...


