კატალოგი
ტორტი ვარდისფერი
10 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავურიოთ და თანდათან შევათქვიფოთ კვერცხის გულები; ავურიოთ ჭიქანახევარი პურის ფქვილი, ვანილი, წინასწარ გახეხილი, ძალიან წითლი ჭარხლიდან გამოწურული 2-3 სუფრის კოვზი წვენი. ცომი მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გაცივდება, გავჭრათ შუაზე, გასაჟღენთად მოვასხუროთ სიროფი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან სპირტი და ფერისათვის დავამატოთ ჭარხლის წვენის წვეთები. კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: 300 გრამი დარბილებული კარაქი კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევურიოთ ერთი ჩაის ჭიქა წყლის, ჭიქა-ნახევარი შაქრის ფხვნილისა და ჭარხლის წვეთებისაგან მომზადებული გრილი სიროფი. ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, გავჟღინთოთ სიროფით, წავუსვათ ვარდისფერი კრემი, ზემოდან მოვრთოთ ამავე კრემით. შეიძება დავამატოთ რომელიმე მურაბა. მასალა: კვერცხი - 10 ცალი შაქრის ფხვნილი - 3,5 ჩაის ჭიქა კარაქი - 300 გრამი ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა ჭარხალი - 1 ცალი (ძალიან წითელი) კონიაკი ან სპირტი - 1 სუფრის კოვზი ვანილი - გემოვნებით