კატალოგი
ტორტი ხილის
| ბეჭდვა |
კვერცხის გულები კარაგდ გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ დამდნარი კარაქი და ავურიოთ. დავასხათ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილები, დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში, ვანილი და მოვზილოთ ნაზი ცომი.
მიღებული მასალა გავყოთ სამ ნაწილად და ცალ-ცალკე გამოვაცხოთ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ ფირფიტებს შემოვაფხიკოთ ნაპირები. წავუსვათ ერთ ფირფიტას ვაშლის პიურე (შეიძლება სხვა ხილის პიურეც), დავაფაროთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ პიურე, ასევე მესამე ფირფიტაზეც წავუსვათ პიურე. ზემოდან მოვაყაროთ ბისკვტის ჩამონაფხეკი.
პიურე შეიძლება თვითონვე მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ნებისმიერი რბილი ჯიშის ვაშლი გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად, დავადგათ ცოტა წყალი და დავდგათ მოსახარშად, როცა კარგად ჩაითუთქება დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და ვადუღოთ შესქელებამდე. არომატისათვის შეიძლება დავამატოთ დარიჩინი.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
ხილი - 1 კილოგრამი
ფქვილი - 4 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ...

ერთი ჭიქა არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, ...

კარტოფილი დავჭრათ კუბიკებად. ვაშლი ...

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად...

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიო...

ვიჩინის თითოეული ნაჭერი დავახვიოთ მ...


