კატალოგი
ქადა
ბეჭდვა |
ავიღოთ გაცრილი პურის ფქვილი, წყალი, სოდა, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ ერთი საათი. მოვამზადოთ ქადის გული შემდეგნაირად: დავყაროთ ტაფაზე პურის ფქვილი და მოვშუშოთ ერბოში, მერე ავურიოთ შიგ შაქრის ფხვნილი, დანაყილი დარიჩინი, მიხაკი და განვაგრძოთ მოშუშვა, სანამ არ შეწითლდება და ფქვილის გემო და სუნი არ დაეკარგება; ავიღოთ ცომი, გავყოთ ორ ნაწილად და გავათხელოთ სათითაოდ, რაც შეიძლება თხლად. დავაწყოთ ერთმანეთზე, ცომს შუაშიც და ზევიდანაც წავუსვათ ერბო, გავკეცოთ სამად, ისევ ერბო წავუსვათ და გრძლად, მილივით დავახვიოთ; გავჭრათ სამ ან ოთხ ნაწილად. გავაბრტყელოთ თითოეული ნაჭერი, ზემოდან თანაბრად მოვაყაროთ ქადის გული, მოვუკრათ პირი, გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული, დავალაგოთ ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით სამ ოთხ ადგილზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
მასალა:
ცომისათვის
პურის ფქვილი - 1 კილოგრამი
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ერბო - 200 გრამი
მარილი - გემოვნებით
ქადის გულისათვის
პურის ფქვილი - 400 გრამი
შაქრის ფხვნილი - 400 გრამი
ერბო - 200 გრამი
დანაყილი დარიჩინი, მიხაკი - 1 ჩაის კოვზი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი გავასუფთავოთ, დავალაგოთ ტაფაზ...
ფქვილის, შაქრის, მცენარეული ზეთისაგ...
ნუში დავამვრიოთ, გავფცქვნათ და გავა...
გავასუფთავოთ ხახვი, დავჭრათ საკმაოდ...
150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ...
მომზადებულ ხორცს დავასხათ მცირე რაო...