კატალოგი
ნაზუქი (მესამენაირად)
| ბეჭდვა |
2 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი და დავდგათ გასაფუებლად. ავიღოთ 1 ლიტრი რძე, გავხსნათ კიდევ ერთი საფუარი, ავურიოთ გაფუებულ რძეში. ჩავამატოთ გათქვეფილი კვერცხები (4 კვერცხის გული შევინახოთ ზემოდან წასასმელად), შაქრის ფხვნილი, შესქელებული რძე, ქიშმიში, გამდნარი ცხიმი, ვანილი, მიხაკი, დარიჩინი, მარილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. როცა კარგად ამოვა ჩავზილოთ და ისევ დავდგათ გასაფუებლად. შემდეგ ამოვაგუნდავოთ, გავჭრათ შუაზე, გავაბრტყელოთ, მივცეთ მოგრძო ფორმა, წავუსვათ რძეში გათქვეფილი კვერცხის გული და ასე მომზადებული კიდევ გავაჩეროთ 1-2 საათი. თუნუქის ფურცელზე მოვაყაროთ ფქვილი, დავალაგოთ მომზადებული ნაზუქი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
ნაზუქი შეიძლება გამოცხვეს თონეშიც.
მასალა:
რძე - 1,5 ლიტრი
კარაქი ან მარგარინი - 500 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
ქიშმიში - 1 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 10 ცალი
შესქელებული რძე - 1 ჩაის ჭიქა
საფუარი - 2 ცალი (50 გრამიანი)
ვანილი, მიხაკი, დარიჩჳნი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ქორფა, თეთრი სოკო გავარჩიოთ სუფთად,...

ამ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი, არამე...

კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გ...

ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ...

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და ...

კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში ...


