კატალოგი
ხაჭოიანი კვერები
| ბეჭდვა |
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ხაჭო; არაჟანში შევურიოთ სოდა - გახსნილი ძმარში და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ. დავამატოთ ვანილი, ცოტა მარილი, ფქვილი და მოვამზადოთ სქელი არაჟანის სისქის ცომი.
გაცხელებულ ტაფაზე დავასხათ ზეთი და ზედ სადილის კოვზით მოვათავსოთ თითო-თითო ცომი, რომლებსაც პატარა კვერების ფორმა ექნება. დავახუროთ სახურავი და როცა გამოცხვება გადავაბრუნოთ. სახურავის დახურვა აღარ უნდა.
ასეთი კვერები შეიძლება მაგიდაზე მივიტანოთ არაჟანთან ან რომელიმე მურაბასთან ერთად.
მასალა:
ხაჭო - 200 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 200 გრამი
ფქვილი - რამდენსაც შეიზელს
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცის კუბიკები, ბოლოკი, ნიახური და...

გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრ...

თითო მომზადებული წიწილა დავყოთ 4 ნა...

დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...

ხახვი წვრილად დავკეპოთ და მოვშუშოთ ...

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...


