კატალოგი
მუსი არაჟნის
| ბეჭდვა |
2 კვერცხის გული და ერთი კვერცხი მთლიანად კარგად ავთქვიფოთ მიქსერით 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; თანდათან დავამატოთ 2 ქილა (400 გრამი) არაჟანი, ცოტა ვანილი, გახეხილი ლიმონის კანი.
2 სუფრის კოვზ ჟელატინს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი და დავალბოთ 1-2 საათი. როცა კარგად დალბება, ჟელატინი მოვადუღოთ და ცხელივე ჩავასხათ კვერცხისა და არაჟნის ნარევში. კარგად ავურიოთ, გავწუროთ, ჩავასხათ ფორმებში და შევდგათ მაცივარში.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1,5 ჩაის ჭიქა
არაჟანი - 2 ქილა
ჟელატინი - 2 სუფრის კოვზი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი, ლიმონის ქერქი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილის, რძის, დროჟის, კვერცხის, მა...

წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...

2 კვერცხი და ერთი ცაის ჭიქა შაქრის ...

150 გრამი კარაქი ავურიოთ 50 გრამი შ...

ფქვილის, შაქრის, მცენარეული ზეთისაგ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, კარაქში ან მ...


