კატალოგი
”ფიფქი”
| ბეჭდვა |
4 კვერცხის ცილა სათქვეფელათი კარგად ავთქვიფოთ. ჩავაყაროთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, ასევე ავთქვიფოთ და დავამატოთ ცოტა ვანილი. ეს მასა მურაბის კოვზით ამოვიღოთ და ჩავყაროთ ცეცხლზე შედგმულ მდუღარე რძეში, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. 3-4 წუთის შემდეგ ფიფქები ქაფქირით ამოვიღოთ და ჩაღრმავებულ ფაიფურის ლანგარზე დავაწყოთ.
კრემი: 2 კვერცხის გულისა და 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი; დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და მიღებული მასა გავხსნათ 3 ჭიქა რძეში, რომელშიც ფიფქები მოიხარშა. წამოვადუღოთ და თან ვურიოთ. გავაცივოთ, მოვასხათ ფოფქებს და შევდგათ რამოდენიმე საათით მაცივარში.
სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ხილის ან მურაბის წვენი, მოვაყაროთ ხილი.
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 10-12 ნაჭრად. ღამით დ...

250 გრამი მდუღარე რძეში ჩავყაროთ ნა...

მოვამზადოთ 4 ცალი შამპანიურის ჭიქა,...

გავაცხელოთ 1 სუფრის კოვზი მცენარეულ...

გავთალოთ კარტოფილი და ხახვი და მოვხ...

გაზაფხულივით მრავალფეროვანი...


