კატალოგი
ფლავი ქიშმიშით, ნუშით და შავი ქლიავით
ბეჭდვა |
ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და გავწუროთ ბრინჯი; ფართოძირიან ქვაბში ჩავდოთ ერბო და დავდგათ ცეცხლზე. როცა ერბო გაცხელდება. როცა ერბო გაცხელდება, ჩავასხათ შიგ გათქვეფილი სამი კვერცხი; ერთი-ორი წუთის შემდეგ ჩავყაროთ გაწურული ბრინჯი, დავუმატოთ ერბო და ქვაბსა და სახურავს შორის გადავაფაროთ სველი, გაწურული ტილო; როცა ბრინჯი კარგად გაფუვდება, ფლავი მზად იქნება.
ცალკე ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ დარჩეული ნუში, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ცოტა ხანს გავაჩეროთ. ნუშს გავაცალოთ კანი, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და ვხარშოთ 15 წუთი. ჩავყაროთ შიგ გარჩეული, გარეცხილი ქიშმიში, უკურკო შავი ქლიავი, შაქრის ფხვნილი, თაფლი, ერბო. ავურიოთ და კიდევ 15 წუთი ვხარშოთ.
მოხარშული ფლავი ლანგარზე გადმოვიღოთ, ზემოდან დავასხათ აღნიშნული მასალა. ფლავის ძირში შემწვარი ერბო-კვერცხი დავჭრათ ნაჭრებად და ლანგარზე მოთავსებულ ფლავს გარშემო ლამაზად შემოვუწყოთ.
მასალა:
ბრინჯი - 500 გრამი
ერბო - 300 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
გარჩეული ნუში - 200 გრამი
ქიშმიში - 200 გრამი
შავი ქლიავი - 200 გრამი
შაქრის ფხვნილი - 0,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი
ავთქვიფოთ კვერცხი სახამებელთან, რძე...
ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი, ჩ...
ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...
სწრაფად მოვზილოთ ცომი და 30 წუთით მ...
გაცრილი ფქვილისაგან მოვზილოთ ცომი, ...
200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...