კატალოგი
ეკალა ნიგვზით
| ბეჭდვა |
ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ-წყლიან ქვაბში, მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე, დავასხათ ზედ ცივი წყალი ისე, რომ მას კარგად ფარავდეს. გავაჩეროთ 40 წუთი. ხელით გავწუროთ. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ომბალო, ძმარი, მარილი, ავურიოთ მოხარშულ ეკალაში, დავდოთ თეფშზე და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.
მასალა:
ეკალა - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 3-4 ძირი
მარილი, წიწაკა, ძმარი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

შაქრის პუდრა, კვერცხს გული და ლიმონ...

ღვიძლის ცხიმი კარგად გავხეხოთ. გავრ...

ქვაბში ჩავასხათ 1 ლიტრი მარილიანი წ...

ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევა...


