კატალოგი
პრასი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ გარჩეული, კარგად გარეცხილი პრასი და მოვხარშოთ, მერე გადავწუროთ, გავაცივოთ და ხელით კარგად გავწუროთ.
დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ქინძი. გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. დანაყილი მასალა გავხსნათ ძმარში (შეიძლება ცოტა წყალი დავუმატოთ, რომ ნიგვზის მასა სქელი არაჟნის სისქის იყოს) და შიგ სათითაოდ ამოვავლოთ პრასი, შემდეგ კი დავახვიოთ კონად და ჩიტის ბუდის ფორმა მივცეთ. დავაწყოთ თეფშზე, ბუდეში ჩავაწყოთ ბროწეულის მარცვლები და მოვასხათ გამოხდილი ზეთი.
მასალა:
პრასი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
ბროწეული - 1 ცალი
სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ღამით დამბალი მწვანე მუხუდოს, ძროხი...

პუდინგისათვის საჭირო ფორმაში გავაცხ...

კარაქი გავადნოთ, შევურიოთ თაფლს. ამ...

ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი...

ხახვი შევბრაწოთ 1 სუფრის კოვზ მცენა...

ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდ...


