კატალოგი
ისპანახის ბორანი
| ბეჭდვა |
ისპანახი დავარჩიოთ, ძირები დავჭრათ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ მარილწყალში, გადავიღოთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ერბოში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მივუმატოთ მოხარშული ისპანახი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა და ავურიოთ, დავასხათ კიდევ ერბო და კარგად მოვშუშოთ. ტაბაკად შემწვარი ვარია დავჭრათ და ლანგარზე ფენებად დავაწყოთ ისპანახი, ვარიის ხორცი, ისევ ისპანახი. ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან სქელი მაწონი და მოვაყაროთ შაქრიანი დანაყილი დარიჩინი.
მასალა:
ვარია
ისპანახი - 1 კილოგრამი
ერბო - 1 ჩაის ჭიქა
არაჟანი ან მაწონი - 0,5 ლიტრი
ხახვი - 4 თავი
მწვანილი - 4-4 ძირი
დარიჩინი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...

ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...

უმი და მოხარშული კარტოფილი გავხეხოთ...

ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამ...

ხორბლის ბურღული მოვამზადოთ ისევე, რ...

ხიზილალას მოვაშოროთ აპკი და მოვხარშ...


