კატალოგი
კარტოფილის ყაურმა
| ბეჭდვა |
ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, და ერბოში ჩავთუთქოთ. როცა ხახვი საკმაოდ დარბილდება (არ უნდა გაწითლდეს), ჩავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და ჩავასხათ იმდენი წყალი, რომ შიგთავსი დაიფაროს და მოვხარშოთ. ხარშვის დროს დავუმატოთ ძალიან წმინდად დაკეპილი ქინძი და მარილი. შემდეგ დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
კარტოფილი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5-6 თავი
კვერცხი - 3-4 ცალი
ქინძი - 4-5 ძირი
ერბო - 4 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევა...

შაქრით, წყლით და ორი ფორთოხლის დაფხ...

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მ...

რძე წამოვადუღოთ კარაქთან ერთად (50 ...

ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ ...

ხახვი დავჭრათ რგოლებად, მოვასხათ არ...


