კატალოგი
აჯაფსანდალი
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
პამიდორი - 500-600 გრამი
კარტოფილი - 500 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი
მწვანილი - 5-5 ძირი
ნიორი - 2 კბილი
მწვანე წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ მიქსერით...

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...

ფქვილი გავცრათ ხის დაფაზე, ჩავახალო...

გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, ...

ბრინჯს დავასხათ დიდი რაოდენობით მარ...

კურკაგამოცლილი ქლიავი ტაშტში ჩავყარ...


