კატალოგი
შემწვარი ცხვრის ხორცი ბადრიჯნითა და პამიდვრით
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს; წვრილად დაჭრილ დუმას მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ბადრიჯანში.
ცხვრის ბარკალი, ბეჭი, ან გვერდის ნაჭერი გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი, დავდოთ ტაფაზე, შემოვუწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, პამიდორი, ალყად დაჭრილი ხახვი და შევდგათ ღუმელში შესაწვავად. შეწვის დროს ხორცს დროგამოშვებით დავასხათ მისგანვე მიღებული წვენი. როცა ხორცი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავალაგოთ ლანგარზე, მოვასხათ მისივე წვენი, გარშემო შემოვუწყოთ შემწვარი კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
პამიდორი - 8 ცალი
ბადრიჯანი - 10 ცალი
დუმა - 100 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ოხრახუში, მარილი, პლპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინის თითოეული ნაჭერი დავახვიოთ მ...

ხორცი მსუბუქად დავბეგვოთ, მოვაყაროთ...

ერბო-კვერცხი მოვათავსოთ თეფშზე, მოვ...

ერთი ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი ...

ხორცი დავჭრათ პატარა კუბიკებად (10-...

კონსერვირებული ანანასის ნაჭრები კარ...


