კატალოგი
ხიზილალის ქაბაბი
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა.
სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი.
მასალა:
კიბორჩხალი - 20 ცალი
ნიგოზი - 200 გრამი
გამხმარი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი ან მუსკატის კაკალი - 0,5 ჩაის კოვზი
მწვანილი - 200 გრამი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხ...

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრ...

მსხლები გავჭრათ შუაზე, მოვაშოროთ გუ...

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ...

200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბ...


