კატალოგი
მოხარშული გელაქნური ან კალმახი ნიგვზის საწებლით
| ბეჭდვა |
გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.
მასალა:
გელაქნური - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 200 გრამი
ნიორი - 2-3 კბილი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ჯერ კიდევ დაუმწიფებელ ნესვს მოვაცალ...

2 კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, თანდათ...

ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯ...

ვენელი ქალების სიამაყე...

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, ...

წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...


