კატალოგი
ქამბალა ღვინის საწებლით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ ოხრახუში, ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, მარილი, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 25-30 წუთი. მოხარშული თევზი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონი გავწუროთ, სუფთა ქვაბში ჩავასხათ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. მერე დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მოხარშული თევზი ლანგარზე მოვათავსოთ, დავასხათ გამზადებული საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
მასალა:
ქამბალა - 1 კილოგრამი
სუფრის წითელი ღვინო - 2 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
ოხრახუში - 3 ძირი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი - 2 ძირი
პოპულარული რეცეპტი

მოვზილოთ სქელი ცომი, გადავაფაროთ სვ...

მთელ-მთელი ლეღვი ალაგ-ალაგ ჩავჩხვლი...

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (რო...

15 კვერცხის გული შაქრის ფხვნილთან ე...

საშუალო სიდიდის (მწვანე) კაკალი გავ...

შევარჩიოთ ქორფა, მთელ-მთელი წიწაკა,...


