კატალოგი
მარილიანი ტარანი ახალი ტყემლის საწებლით
| ბეჭდვა |
მარილიანი ტარანი გავრეცხოთ ცივი წყლით და 2-3 საათით დავალბოთ ცივ წყალში. შემდეგ ისევ გავრეცხოთ კარგად, შევახვიოთ სუფთა, სქელ ქაღალდში, შევწვათ ცხელ ღუმელში. როდესაც მზად იქნება გამოვიღოთ, მოვაცილოთ ქაღალდი, გავფცქვნათ, შიგნეულთან ერთად მოვაშოროთ ხერხემლის ძვალი და ამგვარად მომზადებული მივიტანოთ სუფრაზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ახალი ტყემლის საწებელი, რომელიც ასეთნაირად მოვამზადოთ: ახალი ტყემალი მოვხარშოთ, გავატაროთ საცერში, შევაზავოთ დანაყილი ნივრით, პილპილით, ახალ ქინძით, კამით, ოხრახუშით, ომბალოთი და მარილით.
მასალა:
ტარანი - 1 კილოგრამი
ახალი ტყემალი - 0,5 კილოგრამი
მწვანილი - 3-3 ძირი
ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...

კიტრი გავთალოთ, მოვაშოროთ თესლი, და...

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავჭ...

გამოვაცხოთ ღუმელში ტკბილი წიწაკის მ...

თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი ვხრაკოთ...

გადარჩეული, გარეცხილი ხენდრო დავჭყლ...


