კატალოგი
მოხარშული ცოცხალი (თევზი)
| ბეჭდვა |
ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები და გავრეცხოთ ცივ წყალში. შემდეგ დავჭრათ სამ-ოთხ ნაწილად; მომცრო თევზები დავტოვოთ მთელ-მთელი, მოვათავსოთ მარილითა და შაბით შეზავებულ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავშალოთ, მოვასხუროთ ცივი წყალი. შეგრილებისას მოვათავსოთ ლანგარზე და მოვუწყოთ ოხრახუშის ფოთლები.
მასალა:
ცოცხალი - 1 კილოგრამი
შაბი - 4-5 გრამი
ოხრახუში - 4-5 ძირი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშო...

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიო...

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ...

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში, ½...

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭ...

სამ ჩაის ჭიქა პურის ფქვილს თანდათან...


