კატალოგი
მოხარშული თართი ან ზუთხი (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზუთხი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ მდუღარე წყალში და გადავწუროთ, გადავავლოთ ცივი წყალი და მოვათავსოთ დაბალ, ფართო ქვაბში, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ სუსტი ღვინის ძმარი და წყალი იმდენი, რომ თევზს ოდნავ ფარავდეს. მივუმატოთ წმინდად დაკეპილი ხახვი, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავახუროთ სახურავი და დავდგათ მოსახარშად. როდესაც მზად იქნება გადმოვდგათ, დავამატოთ წმინდად დაკეპილი ქინძი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა. ამგვარად შეზავებული თევზი გავაცივოთ ამავე თავდახურულ ქვაბში და სუფრაზე გაციებული მივიტანოთ.
მასალა:
თართი ან ზუთხი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2-3 თავი
ღვინის ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
ნიორი - 1-2 კბილი
მწვანილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გავთქვიფოთ 1 ცალი კვერცხი, დავასხათ...

მაწონში ჩავასხათ ძმარში გახსნილი სო...

ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და და...

ერთი ჩაის ჭიქა ნიგვზის ან ნუშის მარ...

გამომშრალი პური გავხეხოთ. ქიშმიში მ...

კვერცხი გავთქვიფოთ მარილთან ერთად, ...


