კატალოგი
მოხარშული თართი ან ზუთხი ნიგვზის საწებლით
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზუთხი მარილწყალში მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, მერე გავაცივოთ, ნაჭრებად დავჭრათ და ლანგარზე დავალაგოთ.
ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა დავნაყოთ, დავუმატოთ ძმარი, დაკეპილი ხახვი და გავხსნათ ადუღებულ წყალში, რომელშიც ნაწილობრივ არეული იქნება თევზის ბულიონი თავისი სიმსუქნით. მომზადებულ საწებელში ჩავალაგოთ დაჭრილი თევზი, ზევიდან მოვასხათ გამოხდილი ზეთი.
მასალა:
თართი ან ზუთხი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი - 2 ძირი
ნიორი - 1-2 კბილი
წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა
თევზის წვენი - 0,5 ჩაის ჭიქა
ხახვი - 1 თავი
ძმარი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცს და სალას დავასხათ 2 ლიტრი ცივ...

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (რო...

საღი, ქორფა კიტრი გავთალოთ, დავჭრათ...

კვერცხის გულები კარაგდ გავთქვიფოთ შ...

ხორცი ხის ჩაქუჩით კარგად დავბეგვოთ ...

მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...


