კატალოგი
ქათმის წვენი ატრიით
ბეჭდვა |
გასუფთავებული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის, თანაბარ ნაჭრებად, გავთუთქოთ მდუღარე წყალში და შემდეგ მოვათავსოთ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, დავახუროთ სახურავი და ვშუშოთ ორთქლში ნელ ცეცხლზე, სანამ ხორცი ხახვთან ერთად ჩაიშუშება.
მოვზილოთ კვერცხითა და წყლით მაგარი ცომი; გავაბრტყელოთ ორი მილიმეტრის სისქემდე. დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (4 სანტიმეტრი სიფართის), დავაწყოთ ერთიმეორეზე, დავჭრათ ასანთის ღეროების მსგავსად და გავშალოთ რომ გაშრეს. ქათმის ხორცს დავასხათ წყალი, ისე რომ კარგად მოადგეს; როდესაც ადუღდება, ჩავყაროთ ცომის დაჭრილი და მდუღარეში გათუთქული ატრია. შევაზავოთ ოხრახუშით, ახალი კამით, ყვითელი ყვავილით, მარილით.
მასალა:
ქათამი
ხახვი - 4-5 თავი
კარაქი - 50 გრამი
ხორბლის ფქვილი - 300 გრამი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანილი - 3-3 ძირი
ნიორი - 2 კბილი
ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) - 0,5 ჩაის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ყვავილები გავრეცხოთ, შევურიოთ შაქარ...
ცხვრის ხორცს ჩამოვაჭრათ რბილი ნაჭრე...
ფქვილის, შაქრის, მცენარეული ზეთისაგ...
მოვზილოთ ცომი წყლით, გავაბრტყელოთ; ...
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომ...
ალუბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ; მურ...