კატალოგი
ქათმის ხარშო
| ბეჭდვა |
კარგად დასუფთავებული ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და დავადგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ცალკე მოვხარშოთ გახეხილი პამიდორი. კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი. ყველაფერი ეს გავხსნათ პამიდვრის წვენში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ჩავასხათ წვენში. ვადუღოთ კიდევ 10-15 წუთი. პამიდვრის მაგიერ შეიძლება გამოვიყენოთ კვაწარახი ან ტყემლის საწებელი.
მასალა:
ქათამი
ხახვი - 4-5 თავი
პამიდორი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ოხრახუში - 3-4 ძირი
ქინძი - 3 ძირი
ყვითელი ყვავილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....

თევზი გავასუფთავოთ, მოვაშოროთ ფხები...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ...

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქან...

ღორის ნაწლავები ჩამდინარე წყალზე გა...

ყვავილები გავრეცხოთ, შევურიოთ შაქარ...


