კატალოგი
თევზის გამჭვირვალე მუჟუჟი
| ბეჭდვა |
ავიღოთ კეფალი ან ლოქო, გავანთავისუფლოთ ძვლებისაგან, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. ღოდესაც მზად იქნება, ამოვალაგოთ; ნახარშში ჩავუშვათ დაჭრილი თევზის ძვლები და კარგად მოვხარშოთ. მოხარშული თევზი ჩავაწყოთ დაბალ ფართო ქვაბში და დავასხათ საწურზე გაწურული ნახარში იმდენი, რომ თევზი დაფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვალად დაჭრილი სტაფილო, მწვანილის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, ძმარი დავდგათ ცეცხლზე და წამოვადუღოთ, ხუთი წუთის შემდეგ გადმოვდგათ და გავაციოთ.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ძმარი - 1/4 ჩაის ჭიქა
სტაფილო - 2-3 ცალი
ხახვი - 2-3 თავი
დაფნის ფოთოლი - 2-3 ცალი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

სიმწიფეში შესული საღი, მწვანე პამიდ...

ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრ...

კვერცხი ავურიოთ მანანის ბურღულისთან...

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...

ცუკატები წვრილად დავჭრათ, ნუში დავნ...

რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფ...


