კატალოგი
ბულგარეთი
ბეჭდვა |
ბულგარეთი სტუმრებს მხატვრულად ხვდება. სალი კლდეები, რომელთა შორისაც იგრიხება გზა, თავბრუდამხვევი მოსახვევები - და აი, იშლება მიმზიდველი, ცისფერი შავი ზღვის ხედი. თეთრი სასტუმროები სანაპიროზე მოგვაგონებენ მარგალიტის სამკაულს. ეს არა უბრალო სანაპირო, არამედ ოქროს ქვიშებია. ეს სანახაობა ბადებს სიყვარულს ერთი ნახვით.
ყველა სასტუმროს აქვს საკუთარი "გამოხმაურების წიგნი", მათში მოიძებნება მადლიერებით აღსავსე სიტყვები თითქმის ყველა ევროპულ ენაზე, მაგალითად ერთ-ერთი ტურისტი ქალბატონი წერს: "ყოველი დღე იწყება ქოთანი მჟავე რძით, ეს არაჩვეულებრივი რამ არის, ჩვენთვის როგორც მჟავე რძის, ასევე უმეტესობა სხვა პიკანტური კერძების დაგემოვნება სრული სიახლე იყო".
აი როგორ აღწერს დღის დასასრულს ერთი ლაიფციგელი პროფესორი: "რა სჯობს საღამოს ღია ცის ქვეშ ჯდომას, საუბარს, ღვინის სმასა და "კებპაჩეტას" მირთმევას! უსაზღვრო აღიარებას იმსახურებენ ეროვნული კერძები". დავუგდოთ ყური პროფესორს და გავუსინჯოთ გემო ბულგარულ კერძებს.
პოპულარული რეცეპტი
ნახევარი პორცია კარაქი, კვერცხის გუ...
ხახვი დავჭრათ 1 სმ სიგრძის ნაჭრებად...
წვიმა, ლუდი და ცხვრის გულ-მკერდი...
გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...
ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ...
ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...