კატალოგი
ღორის ხორცი შამფურზე
იოგურტის, კოჭასა და მარილისაგან მოვამზადოთ მარინადი. ხორცის დავჭრათ 2-3 სმ ზომის ნაჭრებად და მომზადებულ მარინადში რამდენიმე საათით ჩავაწყოთ. შემდეგ გავადნოთ ნახევარი პორცია კარაქი, დავამატოთ ხორცი და წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ კორიანდრი და ჩავასხათ ½ ჭიქა წყალი. დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე, სითხის ნახევარი უნდა ამოშრეს. შევურიოთ დარჩენილი სპეციები. ჭურჭელი რამდენიმეჯერ შევანჯღრიოთ და კიდევ 5 წუთით დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე. კვერცხები მაგრად მოვხარშოთ და გავფცქვნათ. ხახვი გავასუფთავოთ და ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ჭარხალი გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ასევე 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ავიღოთ ხორცის, კვერცხის, ხახვისა და ჭარხლის ნაჭრები, თანმიმდევრობით ჩამოვაცვათ შამფურზე და მოვაყაროთ ფხვნილი "კერი". ცხიმის ნარჩენები გავაცხელოთ და შევბრაწოთ მასში მომზადებული ხორცი ყველა მხრიდან. ხორცი ასევე შეგვიძლია მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში. სუფრაზე თეთრ პურთან და მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ. მასალა: 500 გრამი ხორცი (ღორის, ცხვრის ან ძროხის) 1 ჭიქა იოგურტი ან მჟავე რძე 3 თავი ხახვი 2 ცალი კვერცხი 1 საშუალო ზომის ჭარხალი ½ ჭიქა კარაქი ან მარგარინი 1 სუფრის კოვზი კორიანდრი ½ ჩაის კოვზი მარილი 1/3 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი 1/3 ჩაის კოვზი დანაყილი დარიჩინი ½ ჩაის კოვზი ილი 3 ცალი მიხაკი ¼ ჩაის კოვზი ფხვნილი "კერი" (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)