კატალოგი
უნ ბე ჯო - შემწვარი ბატი ბირმანულად
ბატი გამოვშიგნოთ და კარგად გავრეცხოთ. თუ გსურთ ბატის მომზადება ზუსტად ისე, როგორც მას ბირმში ამზადებენ, მაშინ ფარშირებამდე მთელი ჩონჩხი უნდა გამოვაცალოთ. ამისათვის უნდა ავიღოთ ბასრი, არც ისე მოკლე დანა, გავჭრათ ბატი ზურგის გასწვრივ და ფრთხილად მოვაშოროთ ჩონჩხი კანს (უნდა ვეცადოთ რომ კანი არ დაზიანდეს), ფეხებისა და ფრთების ბოლო სახსრები დავტოვოთ. ჩონჩხის ძვლები, შიგნეულობა და სუპის მწვანილი დავდგათ მოსახარშად ბულიონის მისაღებად. ბატის შიგნეულობას შევაზილოთ მდოგვის, მცენარეული ზეთისა და მწვანილისაგან მომზადებული მასა. ღვიძლი, ღვიძლის ცხიმი, დაჭრილი ხორცი, საფანელი, ოხრახუში, გათლილი, წვრილად დაჭრილი ვაშლი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და ამ ფარშით ამოვავსოთ ბატი. მოვაყაროთ მარილი და შაქარი. ბატი გავკეროთ, მივცეთ სწორი ფორმა. ჟარუნას წავუსვათ ცხიმი ან დავასხათ მასზე მცირე რაოდენობის ბულიონი, მოვათავსოთ ზედ ბატი და შევდგათ ღუმელში. ვშუშოთ მზადყოფნამდე, ხშირად ვასხათ წვენი. როდესაც ბატი შეიწვება მოვასხათ მომზადებული ბულიონი. წვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ 6 ცალი გათლილი, ოთხად გაჭრილი კარტოფილები, მოვასხათ არაჟანი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე მზადყოფნამდე. თუ ბატს ჩოონჩხი წინასწარ მოვაშორეთ, მაშინ ის შეგვიძლია დავჭრათ ნაჭრებად. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ. სოუსი მივიტანოთ ცალკე. მასალა: 6-8 პორციაზე 1 მსხვილი ბატი მდოგვი მწვანილი 500 გრამი დაჭრილი ხორცი 150 გრამი ხბოს თირკმელის ცხიმი 2 სუფრის კოვზი საფანელი 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში 2 ცალი ვაშლი მარილი ცოტა შაქარი მცენარეული ზეთი 6 ცალი კარტოფილი ¼ ლიტრი არაჟანი