კატალოგი
ალბონდიგას ენ სალსა დე ალმენდრა - ხორცის კლიოცკები ნუშის სოუსში
| ბეჭდვა |
ხახვი შევბრაწოთ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ტომატ-პიურე და წყალი, სპეციები და 20 წუთით დავდგათ მოსაშუშად დაბალ ცეცხლზე. დარჩენილ მცენარეულ ზეთში შევბრაწოთ ნუში, დანაყილი ნიორი და თეთრი პურის ნაჭერი. დავამატოთ მცირე რაოდენობის წყალი, შევურიოთ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს პიურეს სახით, დავამატოთ ხახვშერეული ტომატ-პიურე. რძეში დამბალი პურის ნაჭრები შევურიოთ ხორცს და კვერცხს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაკეთოთ პატარა ბურთულები, რომლებიც შემდეგ უნდა ჩავდოთ მდუღარე სოუსში და თავდახურული ვადუღოთ 20 წუთის განმავლობაში.
მასალა:
4-6 პორციაზე
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
½ ჭიქა ტომატ-პიურე
1 ½ ჭიქა წყალი
½ ჭიქა გასუფთავებული დანაყილი ნუში
1 კბილი ნიორი
3 ნაჭერი თეთრი პური
250 გრამი გატარებული ხორცი
250 გრამი დაჭრილი ხორცი
1 ცალი კვერცხი
1 ½ ჩაის კოვზი მარილი
¼ ჩაის კოვზი პილპილი
რძე
პოპულარული რეცეპტი

ხორცი ჩავდოთ მდუღარე წყალში, მოვხარ...

მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი, რძე ...

მსუქანი ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი ...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრე...

ცხარე და ტკბილი წიწაკა გავარჩიოთ, თ...

მაკარონი დავტეხოთ და მოვხარშოთ მარი...


