კატალოგი
ბადრიჯანი კვერცხით
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი, სუფთა ტილო დავაფაროთ და ერთი საათი და 1 საათი გავაჩეროთ. გავწუროთ ხელით კარგად, რომ სიმწარე მოსცილდეს. მოვათავსოთ ღრმა ტაფაში, დავუმატოთ კარაქი, მარილი ავურიოთ და კარგად მოვშუშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამის შემდეგ დავასხათ გათქვეფილი მთლიანი კვერცხები, ავურიოთ და როცა კვერცხი მზად იქნება, ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მასალა:
ბადრიჯანი - 500 გრამი
კარაქი - 100 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
პოპულარული რეცეპტი

სამი მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ ერთ ...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...

ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზ...


