კატალოგი
ფარშირებული ქარიყლაპია
ბეჭდვა |
თევზი გავასუფთავოთ, ფრთხილად გავაცალოთ ფხები. შიგთავსისათვის მსუბუქად შევბრაწოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი სოკო და ასევე წვრილად დაჭრილი ნიახური და დავდგათ მოსაშუშად. შემდეგ დავამატოთ საფანელი და ოხრახუში. მასას მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვათავსოთ ფარში წინასწარ მარილწასმულ და ლიმონის წვენით დამუშავებულ თევზში. თვზი გავკეროთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ტაფაზე, რომელსაც წინასწარ უნდა წავუსვათ კარაქი ან მარგარინი. ზემოდან დავაწყოთ სალას რამდენიმე კუბიკი და შევდგათ ცხელ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ დავაკლოთ ცეცხლი, მოვასხათ თევზს გამდნარი კარაქი და ვშუშოთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ მასში თევზი კიდევ 10 წუთით დავტოვოთ. გამოყოფილი წვენი გადავასხათ სხვა ჭურჭელში, შევურიოთ მას ნაღები და ფქვილი და შემდეგ მოვასხათ ეს სოუსი თევზს. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი.
მასალა:
6-8 პორციაზე
1 ½ - 2 კილოგრამი წონის ქარიყლაპია (ან სხვა სახის თევზი)
3 ნაჭერი სალა
შესაწვავად საჭირო ცხიმი
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
ფქვილი
შიგთავსისათვის
250 გრამი შამპინიონი ან თეთრი სოკო
3 ჩაის კოვზი დაჭრილი ხახვი
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
½ ჭიქა საფანელი
1 ღერი ნიახური
½ მცირე ზომის ნიახურის ძირი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
200 გრამი კარაქი და 2,5 ჩაის ჭიქა ფ...
მსხვილი, თეთრი ლობიო ჩავდგათ წყალში...
ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...
ქოქოსის კაკალს დავასხათ ნახევრად წყ...
200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...
ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...