კატალოგი
ცხვრის ხორცი ისპანახით
წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ კარგად გაცხელებულ ცხიმში, დავამატოთ სანელებლები და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ ხორცი, დავასხათ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ წყალში 1 საათის განმავლობაში (თუ ხორცი ცხვრისაა უფრო დიდი ხანი უნდა ვხარშოთ).შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ისპანახი, კოჭა, ზირა, პილპილის მარცვლები, იოგურტი, წითელი პილპილი და მარილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და თავდახურული ვშუშოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში, დროდადრ ჭურჭელი ვანჯღრიოთ და საჭიროებისამებრ ვამატოთ წყალი. კერძი ფაფისებრი უნდა გამოვიდეს, სითხე თითქმის მთლიანად უნდა აორთქლდეს. კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული ბრინჯი. მასალა: 750 გრამი ბატკნის ან ცხვრის ხორცი 1 კილოგრამი ისპანახი 2 სუფრის კოვზი იოგურტი 3 სუფრის კოვზი კარაქი ან ცხიმი 2 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი ¾ ჩაის კოვზი სანელებლები ½ სუფრის კოვზი კორიანდრი 2 ჩაის კოვზი კოჭას ფხვნილი ¼ ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი 1 ჩაის კოვზი დანაყილი კოჭა წითელი დანაყილი პილპილი დანის პირზე ზირა 2 ჩაის კოვზი მდოგვის მარცვალი 1 ჩაის კოვზი მარილი