კატალოგი
კომბოსტოს კერი
ბეჭდვა |
ზეთი გავაცხელოთ, მსუბუქად მოვხრაკოთ მასში რგოლებად დაჭრილი ხახვი. გავხსნათ ფხვნილი "კერი" და ვშუშოთ იგი 3-4 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე (ისე, რომ არომატი შეინარჩუნოს). შემდეგ დავამატოთ სხვა სპეციები და კომბოსტო და ყველაფერი ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ კუბიკებად და მოვათავსოთ ქვაბში ტომატ-პასტასთან, ხორცის ბულიონთან ან წყალთან ერთად. კერძი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ მზადყოფნამდე. სუფრაზე მიტანის წინ ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და მიხაკი, მოვაყაროთ მარილი.
მასალა:
¾ ჭიქა მცენარეული ზეთი
400 გრამი ხახვი
1 სუფრის კოვზი ფხვნილი "კერი" (შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა სანელებლები)
½ ჩაის კოვზი ზირა
½ ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
4-5 ცალი მიხაკი
600 გრამი კომბოსტო
400 გრამი კარტოფილი
100 გრამი ტომატ-პასტა
1 ჭიქა ბულიონი ან წყალი
მარილი
პოპულარული რეცეპტი
კარგად გავთქვიფოთ კვერცხი შაქრის ფხ...
ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილე...
ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ ში...
ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად...
ხორცი, ქაშაყი და მოხარშული კარტოფილ...
შვრიის ჩავყაროთ მარილიან წყალში, წა...