კატალოგი
ცზო კოგი ბოკუმი
ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად და კარგად შევურიოთ ძალიან წვრილად დაჭრილ ნიორს, შაქარს, მარილს, წითელ დანაყილ პილპილს და მწვანილს. დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 1 საათი. სოკო გავასუფთავოთ, დავჭრათ, შევბრაწოთ კარაქში, დავამატოთ წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე. ხორცს დავასხათ ერთი ლიტრი წყალი, დავამატოთ ხახვი, დარჩენილი კარაქი, სოკოს შუშვის შედეგად დარჩენილი სითხე. კარგად დავახუროთ თავსახური და მაღალ ცეცხლზე ვშუშოთ მზადყოფნამდე. მზადყოფნამდე 10 წუთით ადრე დავამატოთ სოკო. ფქვილი გავხსნათ წყლით და დავამატოთ საწებელს, შევურიოთ დარჩენილი კარაქიც. სუპი სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ. მასალა: 500 გრამი ძროხის ხორცი 300-500 გრამი სოკო 2 კბილი ნიორი 1 სავსე ჩაის კოვზი შაქარი მარილი წითელი დანაყილი პილპილი 2 სუფრის კოვზი მწვანილი 1 თავი საშუალო ზომის ხახვი 3-4 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი